ოკუპირებული ცხინვალი

ბიბილოვი: მზად ვართ ვუპასუხოთ ყველა პროვოკაციას, რომელიც შეიძლება საქართველოს მხრიდან იყოს

sova.news

Эхо Кавказа-ს ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალში მარიონეტული რეჟიმის ე.წ. უსაფრთხოების საბჭო გაფართოებულ ფორმატში შეიკრიბა.

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ ე.წ. საბჭოს შეკრების მიზანია "უზრუნველყოს მზადყოფნა პროვოკაციაზე პასუხგასაცემად, რომელიც შეიძლება საქართველოს მხრიდან იყოს" .

"პრეზიდენტმა პუტინმა ცხადად გაგვაცნო ის პრიორიტეტები, რომელიც რუსეთის ფედერაციას აქვს. მათი მიზანია დაიცვან რუსეთის ფედერაცია, დაიცვან დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეების უსაფრთხოება, სპეციალური ოპერაციის ჩატარების გადაწვყვეტილება მათ დასაცავად მიიღეს. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ არსებობენ გარეშე ქვეყნები, რომლებიც ამ პროცესში ჩართულნი არიან. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოც ასეთი ქვეყნების სიას მიეკუთვნება". - თქვა ბიბილოვმა.

გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით და ზოგადად მას არ აქვს საფუძველი იმის თქმის, რომ დღეს ქვეყანას რაიმე საფრთხე ემუქრება.

კომენტარები