რუსული ოკუპაცია

პრემიერი: ჩვენთვის დამატებით საფრთხეს ვერ ვხედავ, ძალიან დიდი საფრთხეა უკრაინისთვის

ჩვენი სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით და ზოგადად, ვითვალისწინებთ რა და ვუკეთებთ ანალიზს ჩვენს რეგიონსა და ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, მე არ მაქვს საფუძველი იმის თქმის, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება...

საფრთხე უკვე განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს, როდესაც ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან და ის ომი, რომლის თავიდან აცილებაც ვერ მოახერხა წინა ხელისუფლებამ და რომლის შედეგიც არის ამ ორი ჩვენი ძირძველი, ისტორიული რეგიონების, მხარის, სოხუმისა და ცხინვალის აღიარება, კოდორის ჩაბარება და სხვა უამრავი სოფლების მიტაცება და ოკუპაცია. ოკუპაცია, რომელიც გრძელდება, ეს ყოველივე არის იმ უბედური, ტრაგიკული ომის შედეგი, რომელიც სამწუხაროდ და საუბედუროდ, მაშინ ვერ იქნა თავიდან აცილებული.

სხვა დამატებით საფრთხეს, დღეის გადმოსახედიდან, მე ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საფრთხე არის უკრაინისთვის თავად

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავი ორთან.

კომენტარები