ამ ბნელ საათებში ევროკავშირი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. ჩვენ რუსეთის უპრეცედენტო აგრესიის მომსწრენი ვართ, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული. რუსეთის სამიზნე მხოლოდ უკრაინა არ არის, მისი სამიზნე ევროპა და საერთაშორისო მშვიდობაა. ამის გამო, ჩვენ პრეზიდენტ პუტინს პასუხს ვაგებინებთ.
დღეს ჩვენ წარვადგენთ სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც მიმართული იქნება რუსეთის ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებზე. რუსეთს აეკრძალება წვდომა ტექნოლოგიურ და საფინანსო ბაზართან, ამით ჩვენ დავასუსტებთ რუსეთის ეკონომიკურ საფუძველს და მოდერნიზაციის შესაძლებლობებს. გარდა ამისა, გავყინავთ ევროკავშირში რუსულ აქტივებს და რუსულ ბანკებს შევუწყვეტთ ევროპულ საფინანსო ბაზართან წვდომას. ეს სანქციები დიდ ზიანს მიაყენებს კრემლის მიერ ომის დაფინანსების შესაძლებლობებს.
რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი