პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინასთან ომის გამოცხადების ვიდეო, რომელიც 24 თებერვალს გავრცელდა, სავარაუდოდ, სამი დღით ადრე, 21 თებერვალს იყო ჩაწერილი. ინფორმაციას ამის შესახებ ტექნიკურ ანალიზზე დაყრდნობით Новая Газета ავრცელებს.
კრემლის ვებ-გვერდზე განთავსებული ვიდეოფაილი, სავარაუდოდ, 21 თებერვალს, 19:00-ზე შეიქმნა.
"გარემოებები ჩვენგან მოითხოვს გადამწყვეტ და შეუნელებელ ქმედებებს. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მომართეს. ამასთან დაკავშირებით, გაერო-ს წესდების მე-7 ქარტიის 51-ე მუხლის მიხედვით, ფედერაციის საბჭოს სანქციით და ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული დსრ-სთან და ლსრ-სთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია", – თქვა პუტინმა ვიდეომიმართვაში.






