ტურიზმი

თბილისი-იზმირის საჰაერო ხაზზე Pegasus Airlines რეგულარულ ფრენებს იწყებს

tourismupdates.com

ავიაკომპანია Pegasus Airlines ფრენებს ახალი მიმართულებით იწყებს. ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, რეგულარული რეისები იზმირი-თბილისი-იზმირის საჰაერო ხაზზე შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოში წარდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, Pegasus Airlines-ი იზმირსა და თბილისს შორის 4 მაისიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას იფრენს.

ამ ეტაპზე, პეგასუსის ავიახაზები თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით დაფრინავს.

კომენტარები