უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

დეკანოიძე: საქართველო უნდა შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს

სანქციებს რა თქმა უნდა საქართველოც უნდა შეუერთდეს, იმიტომ, რომ ეს არის თავისუფლებისთვის და ცივილიზაციისთვის ბრძოლა. სანქციები რუსეთის წინააღმდეგ რეალურად არის არა მხოლოდ უკრაინისთვის ბრძოლა, არამედ, ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ჩვენ ვაპირებთ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას და პირველ რიგში, ოკუპაციის კანონი უნდა გაფართოვდეს დონეცკსა და ლუგანსკზე. 

თქვა ენმ-ის დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ. 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ამერიკამ სანქციები დაუწესა ორ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუციას – VEB-ს და სამხედრო ბანკს. ხუთ რუსულ ბანკს და სამ მილიარდერს სანქციები უკვე დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს.

კომენტარები