უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

ნონიაშვილი: ოცნებას პოზიციონირების დონეზეც კი უჭირს უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვა

დასავლური პოლიტიკური კლასი ცდილობს სანქციების დახმარებით ზეგავლენა მოახდინოს რუსეთის პოზიციაზე და მისი აგრესია შეაჩერონ. ცხადია, მათ აქვთ საკმარისი ბერკეტები ამ ყველაფრისთვის და ეკონომიკური შესაძლებლობები. ჩვენ სამწუხაროდ, განსაკუთრებით ამ ხელისუფლების პირობებში, ასეთი ბერკეტები მცირე გვაქვს, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გარკვეულწილად ზეგავლენა მოვახდინოთ რუსეთის აგრესიის შეჩერებაზე და მკაფიოდ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, რა აგრესიის ნაწილი ჩვენც ვართ და ჩვენც პირდაპირ თუ არაპირდაპირ გვეხება.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოში ოპერირებენ ისეთი კომპანიები და პირები, რომლებიც უშუალოდ პუტინთან არიან დაკავშირებულნი, მათ შორის აშშ-ს მიერ არიან გამოცხადებულნი, როგორც პუტინთან დაკავშირებული ოლიგარქიული კომპანიები ან მათი ქვემდებარე კომპანიები, ან ადამიანები რომლებიც ცხადად იყვნენ ჩართულები საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში, ეს ადამიანები საქართველოში ჩამოდიან, ბიზნესს აწყობენ და ასე შემდეგ. სრულებით შესაძლებელია, რომ ასეთ დროს მათ შეეხოთ სანქციები, ოღონდ ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს ფიზიკურად შეუძლებელია, იმიტომ რომ მათ პოზიციონირების დონეზეც კი უჭირთ მოქმედებები არა თუ რაიმე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სოლიდარობის ნაწილში. 

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ეხმიანება. 

22 თებერვალს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა რუსეთს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გამო სანქციები დაუწესეს.

კომენტარები