ლარის კურსი

ლარი დოლართან 2.61 თეთრით, ხოლო ევროსთან 2.42 თეთრით გაუფასურდა

22 თებერვლის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0030 ლარია, ევროსი კი – 3.4063 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2.61 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 2.42 თეთრით.

ლარის ბოლოდროინდელ გამყარებას თიბისი კაპიტალი ზომიერად ოპტიმისტურს უწოდებდა და სამომავლოდ მის გაუფასურებას უფრო მეტად პროგნოზირებდა, ვიდრე კიდევ უფრო მეტად გამყარებას. 

"ლარის მიმართ სენტიმენტებისა და წმინდა შემოდინების გაძლიერების შემთხვევაშიც კი, ჩვენი აზრით, ლარის შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც ამ სცენარში ვფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკი უფრო მეტ რეზერვს შეისყიდის. 

ლარის მიმდინარე კურსი ზომიერად ოპტიმისტურია და სამომავლოდ მისი ან დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნება ან გარკვეული დასუსტებაა უფრო მოსალოდნელი, ვიდრე გამყარების ბოლო პერიოდში არსებული დინამიკის გაგრძელება". – წერია TBC CAPITAL-ის ანგარიშში. 

კომენტარები