2008 წლის აგვისტოს ომი

მედვედევი: 2008 წელი იყო გაკვეთილი NATO-სთვის

ჩვენ ვდგავართ არც თუ ისე მარტივი დილემის წინაშე ვაღიაროთ ამ ეს ორი ტერიტორია, რომლებიც მზად არიან ეძიონ მსგავსი აღიარება, მათ შესაბამისი განცხადებით მოგვმართეს, ასევე, ჩვენს პარლამენტს მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

კარგად მახსოვს 2008 წელი. შემიძლია ვისაუბრო გარკვეული გამოცდილების გათვალისწინებით, მაშინ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარების რთული გადაწყვეტილების მიღების გათვალისწინებით. ვიცით რაც ხდებოდა შემდეგ. ამაზე არ ვისაუბრებ. ბევრი სირთულე და პრობლემაა. ამავდროულად, ცხადია, რომ ეს საშუალებას გვაძლევდა გადაგვერჩინა ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე და გარკვეულწილად, NATO-სთვის და რიგი ევროპული ქვეყნებისთვის ეს იყო გაკვეთილი, რომელიც შეჯამდა იმით, რომ რუსეთის ფედერაციასთან ასე მოქცევა არ შეიძლება.

დღეს სიტუაცია არის ბევრად უფრო რთულიც და შეიძლება რაღაცებში უფრო მარტივიც. რთული იმ მხრივ, რომ პოტენციური კონფლიქტის მასშტაბს ვერ შევადარებთ 2008 წელს. მეორე მხრივ, რაღაც მხრივ მარტივია, რადგან მაშინ არ ვიცოდით როგორი იქნებოდა რეაქცია. ახლა ვიცით რაც მოხდება, ვიცით ყველა პრობლემა, სირთულე, ის შეთავაზებები სანქციებზე, რომლებსაც ყველა მხრიდან ჩვენი მიმართულებით ამბობენ, გვესმის, რომ ზეწოლა ზღვარს მაღლა იქნება, მაგრამ ჩვენ გვესმის ისიც, თუ როგორ გადავლახოთ ეს ზეწოლა. 

ამ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ რთული იქნება, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ, სიტუაციის მარჯვედ მართვის შემდეგ ეს ზეწოლა, რომელიც ახლა უბრალოდ ჩვენი ქვეყნის გარშემო ვიბრირებს, ასე თუ ისე დაეცემა. არა ჩქარა, არა ერთდროულად, მაგრამ ასეა მოწყობილი კაცობრიობის ისტორია, რომ ასეთი სიტუაციისგან ადრე თუ გვიან დაიღლებიან და თავად გვთხოვენ დავუბრუნდეთ დისკუსიებს, მოლაპარაკებებს, სტრატეგიული უსაფრთხოების ყველა საკითხთან დაკავშირებით.

თქვა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და რუსეთის ექსპრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას განიხილავდნენ.

კომენტარები