კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 9 400 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 28.95%-ია

COVID-19-ით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 9 400 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 32 470 ტესტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 31.5% ხოლო 7 დღის მანძილზე - 29.7%.

გამოვლენილი ინფიცირების 9 400 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 323 შემთხვევა, აჭარა - 611, იმერეთი - 1 440, ქვემო ქართლი - 511, შიდა ქართლი - 464, გურია - 344, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 661, კახეთი - 723, მცხეთა-მთიანეთი - 157, სამცხე-ჯავახეთი - 122, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 44.

20 თებერვლის დილის მოანცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 548 893 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 1 388 534 გამოჯანმრთელდა, 15 856 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 144 477 აქტიური შემთხვევაა. 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 254. აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი. 


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. 

კომენტარები