კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 51 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 13 288 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 27.89%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 51 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 47 640 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 13 288 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 21 183 ადამიანი. 

დღიური დადებითობა 27.89%-ია, ბოლო 7 დღის - 30.35%, ბოლო 14 დღის კი 31.94%. 

13 288 ახალი შემთხვევიდან თბილისში  6 242 დადასტურდა, აჭარაში - 843, იმერეთში - 1 887, ქვემო ქართლში - 656, შიდა ქართლში - 799, გურიაში - 476, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 937, კახეთში - 803, მცხეთა-მთიანეთში - 341, სამცხე-ჯავახეთში - 213, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 91. 

19 თებერვლის დილის მოანცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 539 493 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 1 369 764 გამოჯანმრთელდა, 15 822 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 153 881 აქტიური შემთხვევაა. 

1 256 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 474 მკურნალობს, აჭარაში - 139, იმერეთში - 385. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე  287 პაციენტია,  მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 37, იმერეთში - 26.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. 

კომენტარები