კორონავირუსი საქართველოში

სამინისტრო: ბოლო კვირაში COVID-19 მასწავლებელთა 4.3%-სა და მოსწავლეთა 1.5%-ს დაუდასტურდა

განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კერძო და საჯარო სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელმა იკლო - ბოლო კვირაში კორონავირუსი მასწავლებელთა 4.3%-სა და მოსწავლეთა 1.5%-ს დაუდასტურდა.  

ამ ეტაპზე, 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან სრულად დისტანციურ სწავლებაზე 314 სკოლაა, რაც, განათლების სამინისტროს ცნობით, წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 2-ჯერ არის შემცირებული. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი კი რისკის ჯგუფის 132-მა მასწავლებელმა გამოთქვა.  

სამინისტროს ცნობით, ბოლო მონაცემებით, აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%, მათ შორის 97% სრულად ვაქცინირებულია.

ქვეყანაში სწავლის პროცესი შერეული ფორმატით მიმდინარეობს - სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა. 

12 თებერვალს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 7 დღის მონაცემებით, კორონავირუსით მასწავლებელთა 6.5%-სა და მოსწავლეთა 2.5%-ს ჰქონდა დადასტურებული. 

კომენტარები