მე-10 მოწვევის პარლამენტი

ბერძენიშვილი ჯაფარიძეზე: არადა, უნდოდა ოცნებას წამოკიდება, იქნებ დაეტოვებინათ პარლამენტი

პარლამენტიდან უკანონოდ გაძევებული ბადრი ჯაფარიძის რუსთავში კენჭისყრა (მთელი ოპოზიციის მხარდაჭერით) არის ზუსტი, ადეკვატური პასუხი ქოცების უსაქციელობაზე და არაკომპეტენტურობაზე.

პარლამენტია ბრძოლის მთავარი ასპარეზი. მთელი საპარლამენტო ოპოზიცია ახლა ამაში შეთანხმებულია. არადა, როგორ უნდოდა ხელისუფლებას მათი წამოკიდება, იქნებ დაეტოვებინათ პარლამენტი.

წერს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, დავით ბერძენიშვილი. პარტია ლელოს ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, რომელსაც პარლამენტმა 15 თებერვალს დეპუტატის მანდატი შეუწყვიტა, შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

კომენტარები