კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 46 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 15 644 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 29.57%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 52 912 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 15 644 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 24 110 ადამიანი. 

დღიური დადებითობა 29.57%-ია, ბოლო 7 დღის - 30.99%, ბოლო 14 დღის კი 32.01%. 

15 644 ახალი შემთხვევიდან თბილისში 7 574 დადასტურდა, აჭარა - 1 109, იმერეთში - 2 342, ქვემო ქართლში - 865, შიდა ქართლში - 946, გურიაში - 447, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 914, კახეთში - 866, მცხეთა-მთიანეთში - 334, სამცხე-ჯავახეთში - 174, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 73.

17 თებერვლის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 511 800 შემთხვევა ლაბორატორიულად არის დადასტურებული, მათგან 1 324 172 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 729 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის 171 873 აქტიური შემთხვევაა. 

1 259 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 471 მკურნალობს, აჭარაში - 139, იმერეთში - 395. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 296 პაციენტია, მათგან თბილისში - 166, აჭარაში - 41, იმერეთში - 27.

ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. 

კომენტარები