ვაქცინაცია

გამყრელიძე: ჰოსპიტლებში მყოფი 6 000 პაციენტიდან, დაახლოებით, 95% აუცრელია

სამწუხაროდ, ჰოსპიტლებში მყოფი 6 000 პაციენტიდან, დაახლოებით, 95% გახლავთ აუცრელი. მათ შორის, რეანიმაციაში მყოფი პაციენტებიდან მაღალი პროცენტი გახლავთ აუცრელი.

ხაზი უნდა გაესვას, რომ აცრა, განსაკუთრებით ბუსტერი, იცავს ადამიანს ყველაზე მთავარისგან, ეს გახლავთ გართულება, რომელიც ჰოსპიტალიზაციას იწვევს, მოხვედრა ინტენსიურ თერაპიაში, რეანიმაციაში და ფატალურობისგან.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები