კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ის 19 968 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 55 პაციენტი, დღიური დადებითობა 31.11%-ია

Covid 19-ით კიდევ 55 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 64 187 ტესტი და დადასტურდა 19 968 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 23 675 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 32.82%, ბოლო 14 დღის - 31.11%, ხოლო ბოლო 7 დღის - 33.04%.

ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევიდან თბილისში 9 493 გამოვლინდა, აჭარაში - 1 654, იმერეთში – 2 760, ქვემო ქართლში – 980, შიდა ქართლში – 1 184, გურიაში – 580, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 327, კახეთში – 1 110, მცხეთა-მთიანეთში – 410, სამცხე-ჯავახეთში – 371, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 99.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 228 153, საიდანაც 6 085 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 858 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 220 210 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 232, მათგან 291 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 418 027 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 178 151 პაციენტი და გარდაიცვალა –  15 459.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭო იზოლაციის ვადის შემცირებას აპირებს.

კომენტარები