ნამახვანის ამბავი იმ მასშტაბის ამბავია, რომლის ჯარიმასაც ყველა მოქალაქე პოტენციურად გადავიხდით ჯიბიდან იმ ზარალზე ზემოდან, რაც მივიღეთ ენერგეტიკაში, დასაქმებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, წყალმომარაგებაში დასავლეთ საქართველოსი, რეპუტაციაში და თუ ეს იყო მისთვის [ნათია თურნავასთვის] მნიშვნელოვანი საკითხი, ნუ მე არ ვიცი, უბრალოდ რიტორიკა თუ არ იყო, ეგრე პრემიერმინისტრიც იცავდა ამ პროექტს და მეორე ხელით ძირი გამოუთხარა, როცა დაუშვეს საბოტაჟი. აი, მაშინ უნდა გადამდგარიყო, როცა აქამდე მივიდა საქმე, როცა ხედავს, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს და ზოგადად, ეს ხალხი იმ პროექტებზეც კი, რომშიც იყვნენ, ხარკს ყოველთვის უხდიდნენ იმ განწყობებს, რომელიც ხალხში ძალიან პოპულარულია, მაგრამ ძალიან საზიანოა ქვეყნისთვის... ეს ადამიანი [თურნავა] რომ იმ კალიბრის არ იყო, რომ ამ საკითხზე პრინციპული პოლიტიკური პოზიცია ჰქონოდა, მე მგონი, ყველას გვესმის.
სამთავრობო ცვლილებები
ბოკერია: თუ ნამახვანი თურნავასთვის პრინციპული საკითხი იყო, მაშინ, უნდა გადამგარიყო
tbl.ge/5urw
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია TV პირველის ეთერში. ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავა სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჩაანაცვლა.
ამავე თემაზე
- ნონიაშვილი: პრობლემები დღის წესრიგში რჩება და მინისტრების ცვლილებით ვერ მოგვარდება
- ბოკერია: ეკონომიკის მინისტრის ცვლილებით მინიმუმ არაფერს სასიკეთოს არ უნდა ველოდოთ
- თურნავა: მინდა გარკვეულწილად შევიცვალო სფერო და სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ძალები
- ღარიბაშვილი: ნათიას თავისი გეგმები, ხედვები და სურვილი აქვს, გუნდის წევრად რჩება
- სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იქნება