კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 25 161 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დღიური დადებითობა 34.66%-ია

Covid 19-ით კიდევ 51 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 72 587 ტესტი და დადასტურდა 25 161 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 16 789 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 34.66%, ბოლო 14 დღის - 29.26%, ხოლო ბოლო 7 დღის - 32.45%.

ინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევიდან თბილისში 11 857 გამოვლინდა, აჭარაში - 2 011, იმერეთში – 3 730, ქვემო ქართლში – 1 421, შიდა ქართლში – 1 530, გურიაში – 642, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 577, კახეთში – 1 253, მცხეთა-მთიანეთში – 597, სამცხე-ჯავახეთში – 437, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 106.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 219 007, საიდანაც 6 036 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 901 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 211 070 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 252, მათგან 290 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 375 615 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 141 231 პაციენტი და გარდაიცვალა –  15 351.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭო იზოლაციის ვადის შემცირებას აპირებს.

კომენტარები