ალექსანდრ ლუკაშენკო

ლუკაშენკო: პუტინი პოლკოვნიკის წოდებას დამპირდა, ჯერაც არ გადმოუცია

ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ვლადიმირ სოლოვიოვისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მას პოლკოვნიკის წოდებას დაპირდა და ჯერაც არ გადაუცია. ასევე აღნიშნა, რომ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებას ვერ აუკრძალავენ.

"მე წოდებით ვიცე-პოლკოვნიკი ვარ, გენერალისიმუსის ან გენერლის ვარსკვლავს ვერ დავიკიდებ. პუტინი პოლკოვნიკია. პოლკოვნიკის წოდებას დამპირდა, ჯერაც არ გადმოუცია", – თქვა ლუკაშენკომ.

ვლადიმირ სოლოვიოვის შეკითხვას, თუ რის პოლკოვნიკად შეუძლია პუტინს მისი დანიშნვა, ლუკაშენკომ უპასუხა: "რუსული არმიის".

შემდეგ შეკითხვაში სოლოვიოვმა ლუკაშენკოს ჰკითხა, თუ როგორ წარმოუდგენია მას, რომ დამოუკიდებელი ბელარუსის პრეზიდენტი რუსული არმიის პოლკოვნიკი იყოს.

"მერე რა. ეს ხომ ჩემი პრობლემაა და არა თქვენი. დაპირდი – გააკეთე", – უპასუხა ლუკაშენკომ, რაზეც სოლოვიოვმა კიდევ ერთი კითხვა დასვა, – "თქვენ ხომ რუსულ ჯარში არ მსახურობდით, თქვენ საბჭოთა არმიაში მსახურობდით".

"[დიახ] საბჭოთაში, ის რუსულიც იყო და ბელარუსულიც. მომანიჭოს საბჭოთა არმიის პოლკოვნიკის წოდება", – უპასუხა ლუკაშენკომ. 

სალოვიოვმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ზოგიერთი იტყვის, რომ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს. 

"კეთილი. მერე რა, სურდეს. რა, სურვილი ავუკრძალოთ?", – უპასუხა ლუკაშენკომ რუს ჟურნალისტს.

კომენტარები