რობერტ სტურუა

ვოლსკი სტურუაზე: მსოფლიო დონის თეატრალია, შეიძლება, გაწეული სამსახურისთვის გადაეცა მიწა

რობერტ სტურუას რა დამსახურება აქვს?- არ ვიცი, მთავარი არხი ან TV პირველი თუ დასვამს ამ შეკითხვას. 1500 კვ. მეტრი დიდი ტერიტორია არაა. ნინო ბურჯანაძეს რა დამსახურება ჰქონდა, მთელი ნახევარი წყნეთი რომ ერთ ლარად მისცეს? მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, არ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის, რასაკვირველია. რობერტ სტურუა არის მსოფლიო დონის თეატრალი და შეიძლება, სახელმწიფომ მას, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში საქართველოსთვის გაწეული სამსახურისთვის 1 500 კვ.მეტრი გადასცეს შემდგომი განკარგვისათვის.

ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი.  სახელმწიფომ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას ლისის ტბაზე 1 500 კვ.მ მიწა სიმბოლურ ფასად გადასცა

კომენტარები