საქართველო-აზერბაიჯანი

აზერბაიჯანული მედია: აზერბაიჯანის მხარეს საქართველოსგან განჯის კარიბჭის დაბრუნება სურს

განჯის კარიბჭე
საქართველოს ეროვნული არქივი

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანს სურს საქართველოდან განჯის კარიბჭის დაბრუნება და ამის შესახებ მთავრობათშორისი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიასთან აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა, ანარ ქერიმოვმა ისაუბრა. 

"აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებობს მთავრობათშორისი კომისია. აზერბაიჯანული მხარის მიერ, დღის წესრიგში დადგა ჩვენი ქვეყნისთვის განჯის კარიბჭის საქართველოდან დაბრუნება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ეს არაა მარტივი, ეს რთულია, მაგრამ ჩვენი მიზანია აზერბაიჯანში განჯის კარიბჭის, აზერბაიჯანის მემკვიდრეობისა და ისტორიის დაბრუნება", – თქვა ქერიმოვმა აზერბაიჯანულ მედიასთან. 

ქერიმოვის თქმით, ამ საკითხზე საუბარი საქართველოსთან გასული წლის ვიზიტის დროს დაიწყო. 

მინისტრის თქმით, ქართულ მხარეს ამ საკითხთან დაკავშირებით საერთო პოზიცია არ დაუფიქსირებია. 

ქალაქი განჯა აზერბაიჯანში მდებარეობს. ისტორიული ცნობებით, 1139 წლების ლაშქრობის დროს, ქალაქი საქართველოს სამეფოს მეფემ, დემეტრე I-მა აიღო და კარიბჭე ნადავლის სახით წამოიღო, შემდეგში კი გელათის მონასტერს შესწირა. 

კომენტარები