იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალური ბანკის მმართველი გახდება

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალური ბანკის მმართველი გახდება. შესაბამისი ინფორმაცია ადგილობრივმა მთავრობამ დაადასტურა.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ბანკის მმართველის პოსტი ვაკანტური 1 მარტს ხდება, სტოლტენბერგი ალიანსის გენერალური მდივნის მოვალებებს სექტემბრამდე, ვადის ამოწურვამდე შეასრულებს. ბანკის მმართველის თანამდებობას კი 1 დეკემბრიდან დაიკავებს.

სტოლტენბერგის თქმით, ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ვაკანსიაზე განაცხადის შეტანის გადაწყვეტილება ადგილობრივი მთავრობის თხოვნის საფუძველზე მიიღო.

"გასული წლის ნოემბერში ფინანსთა მინისტრი დამიკავშირდა და მკითხა, შევიტანდი თუ არა განაცხადს ცენტრალური ბანკის მმართველის პოზიციაზე. გადაწყვეტილება მივიღე და ძალიან მოტივირებული ვარ". - თქვა სტოლტენბერგმა.

განათლებით ეკონომისტი იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის პრემიერმინისტრის თანამდებობას 2000-2001 და 2005-2013 წლებში იკავებდა. 2014 წლიდან კი ის NATO-ს გენერალური მდივნის პოსტს იკავებს.

კომენტარები