უკრაინა-საქართველო

ბოკერია: რუსეთი გარდაუვლად დასუსტდება და თუ ფორმაში არ ვიქნებით, ვერ გავძვრებით ჭაობიდან

აქ საუბარია დე ფაქტო ვითარებაზე და თავისთავად ის, რომ ამაზე ლაპარაკია, რაღაც თვალსაზრისით, პუტინის წარმატებაა და წარუმატებლობა თავისუფალი სამყაროსი, რომ აქამდე რაც მოხდა: ყირიმში, საქართველოში, სირიაში – ამ ყველაფერში მან არ გადაიხადა, ვერ ჩამოყალიბდა ეფექტური სტრატეგია, რომ პუტინის რუსეთისკენ ყოფილიყო სერიოზული წნეხი, როგორც ცივი ომის დროს იყო, მაგრამ ამისკენ მიდის ყველაფერი, უფრო ნელა, ვიდრე ვისურვებდი. წარმატება იქნება, როგორც ცივ ომში იყო, ბოროტების იმპერიის დანგრევა, ან მისი მემკვიდრეობის და ეს მოხდება, უფრო გვიან ვიდრე ვისურვებდი.

ამ პროცესში ჩვენი ხელისუფლების როლია; როცა დღესაც მსხვეპლი ხარ აგრესიის და შეიძლება ეს აგრესია ნებისმიერ წამს გაიზარდოს, შენ თუ არ ხარ საერთაშორისო ასპარეზზე ძლიერი პოზიციით და არ აქტიურობ, მაშინ შენ რომ კიდევ გაგიჭირდება, ვერ მიიღებ მხარდაჭერას, ეს ერთი.

და მეროე, შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც კი – რუსეთი გარდაუვლად დასუსტდება რაღაც მომენტში, როგორც, დაახლოებით, ეს მოხდა 90-იანების ბოლოს, ამ მომენტისთვის ჩვენ თუ ფორმაში არ ვიქნებით, როგორც 90-იანების ბოლოს არ ვიყავით, ვერ გავძვრებით ამ ჭაობიდან და თაობების შანსი ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შეეწირება ამას, სიცოცხლეები შეეწირება.

ამის შესახებ  ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში ისაუბრა,

კომენტარები