ლარის კურსი

ლარი დოლართან 1.65 თეთრით, ხოლო ევროსთან 0.32 თეთრით გამყარდა

2 თებერვლის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0286 ლარია, ევროსი კი – 3.4250 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1.65 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.32 თეთრით.

ლარი ასევე გამყარდა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებით. ერთი თურქული ლირის ღირებულება 0.2251 ლარს შეადგენს, ერთი ფუნტის გაცვლითი კურსი კი - 4.1031 ლარია.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 3 თებერვლიდან შევა.

კომენტარები