კორონავირუსი და შეზღუდვები

გაბუნია მწვანე პასპორტების გაუქმებაზე: ვაქცინაცია არ არის სრული დაცვა ინფიცირებისგან

რეინფიცირება მაღალია ომიკრონის პირობებში, ამდენად, ეს არ არის გარანტია, რომ პირი იქნება უსაფრთხოდ, როდესაც ის შევა რომელიმე იმ ბიზნეს-გარემოში, რაც მწვანე პასპორტთან მიმართებაში ჩვენ გამოვიყენეთ. ასევე, ვაქცინაციის შემთხვევაშიც, ვიცით, რომ ვაქცინაცია არის დაცვა, თუმცა ეს არ არის სრული დაცვა ინფიცირებისგან, დაცვა არის უფრო მეტად ჰოსპიტალიზაციის და გართულებებისთვის, ომიკრონის შემთხვევაში ესეც არის მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე, ომიკრონის შემთხვევაში, ყველაზე ძლიერი ფაქტორი გამოდის ყოველდღიურად PCR ტესტირება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ, ის, რომ ჩვენ რეალურად ვთქვათ, რომ პირი არის ეპიდემიურად უსაფრთხო, ეს არის ახლად ჩატარებული ტესტი. ამდენად, ამ ტექნიკური ფაქტორების გათვალისწინებით, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ჩაითვალა, რომ მწვანე პასპორტის მოთხოვნა მოიხსნას, მაგრამ არ ნიშნავს, რომ რეგულაციები, რომლებიც დაწესებულია, ან ვაქცინაციის კამპანია უნდა შესუსტდეს, რადგან ვაქცინა და ბუსტერ დოზა იყო და რჩება ერთ-ერთი მთავარი დაცვა. 

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მწვანე პასპორტების გაუქმების შესახებ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მწვანე პასორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. დღეიდან, ქვეყანის შიგნით, მწვანე პასპორტი სავალდებულო აღარ იქნება. 

კომენტარები