დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზურაბიშვილი: ლავროვმა თქვა, რომ ყველას აქვს უფლება მოკავშირეები აირჩიოს, მინდა გავუხსენო

უკრაინაზე ჩემი პოზიცია არის ძალიან ცნობილი. მინდა, აქ გავახსენო ბატონ ლავროვს, როცა ჩვენ თავის დროზე გვქონდა მოლაპარაკებები, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა ქვეყანას აქვს სრული თავისუფლება, რომ თავისი სუვერენობიდან გამომდინარე აირჩიოს თავისი მოკავშირეები და თავისი ალიანსები. ეს მე მგონი, ძალიან კარგი საწყისია და მე მსურს, რომ ეს დღეს რაღაცნაირად გავუხსენო.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მანამდე პრეზიდენტმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.

კომენტარები