კრიმინალი

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც გურჯაანში თანასოფლელი სანადირო თოფით მოკლა

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურჯაანში თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით 1961 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.  

 "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 იანვარს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თანასოფლელს - 1985 წელს დაბადებულ გ. ჩ.-ს. ​

პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ამოიღო". - წერია განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები