საქართველო-უკრაინა

სონღულაშვილი: დუმილის დრო აღარ არის, გაუმარჯოს თავისუფლებისმოყვარე უკრაინელ ხალხს

მარტინ ლუთერ კინგ უმცროსი ამბობდა - საბოლოოდ, მეხსიერება შეინახავს არა მტრების სიტყვებს და ქილიკს, არამედ მეგობრების დუმილს, არა მტრების მოქმედებას, არამედ, მეგობრების უმოქმედობას.

დღეს დუმილის დრო აღარ არის, უმოქმედობის დრო აღარ არის, მათთვის, ვისაც თავი შესტკივა არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის, სამართლიანობისთვის. ამიტომ, დღეს ჩვენ ყველანი გაერთიანებული ვართ ერთი სურვილით, ერთი სწრაფვით, რომ უკრაინა იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, მშვიდობიანი, ისევე როგორც ჩვენი სამშობლო, რომელსაც ესაჭიროება მშვიდობა და დაცულობა.

ბოროტი ვერასდროს გაიმარჯვებს სამუდამოდ, ბოროტი აუცილებლად დამარცხდება ადრე და მალე, უკრაინელ ხალხს, ყველა მშვიდობისმოყვარე ხალხს ეკუთვნის მომავალი. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, თავისუფლებისმოყვარე უკრაინელ ხალხს და ყველა იმ ხალხს, ვისთვისაც თავისუფლება და მშვიდობა ძვირფასია

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც ევროპული საქართველოს მიერ არის ორგანიზებული.

კომენტარები