კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 39 ადამიანი

Covid 19-ით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 78 172 ტესტი და დადასტურდა 17 530 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  5 087 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 22.42%, ბოლო 14 დღის - 15.32%, ხოლო ბოლო 7 დღის - 19.58%.

ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევიდან თბილისში  9 487 გამოვლინდა, აჭარაში - 1 958, იმერეთში – 1 990, ქვემო ქართლში – 831, შიდა ქართლში – 877, გურიაში – 240, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 680, კახეთში – 704, მცხეთა-მთიანეთში – 391, სამცხე-ჯავახეთში – 310, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 62.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 100 013, საიდანაც 4 651 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 2 023 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 93 339 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია  999, მათგან 283 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების  1 092 684 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 977 832 პაციენტი და გარდაიცვალა –  14 813.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები