კორონავირუსი საქართველოში

ოთხ მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოთხ მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფრომაცია ტაბულას მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. მინისტრები მუშაობას დისტანციურად აგრძელებენ. ისინი არ დაესწრნენ დღევანდელ მთავრობის სხდომასაც.

კორონავირუსი დაუდასტურდა განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს.

24 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 22.65%-ია.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა – 77 049, საიდანაც მძიმე პაციენტია 987, მათგან 273 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 059 392 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა  967 585 პაციენტი და გარდაიცვალა – 14 732.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა. 

კომენტარები