ევროპული საქართველო

ბოკერია: სანამ ასეთი ხელისუფლება გვყავს, არ გვაქვს შანსი, რამე დოზით მაინც ვიყოთ მოთამაშეები

მერამდენე წელია, მერვე წელია უკვე, რაც ოფიციალური ორმხრივი ვიზიტით საქართველოს პრემიერმინისტრი არ ყოფილა უკრაინაში. ბატონი გახარია იყო ერთხელ, მაგრამ ორმხრივი ვიზიტი კი არა, შავი ზღვის ქვეყნების შეკრება იყო.

ეს სიმბოლოა იმის, რა პოლიტიკას აწარმოებენ. თავი რომ დავანებოთ ღარიბაშვილის ცნობილ ინტერვიუებს, სადაც ის პირდაპირ იძახდა, რომ წინააღმდეგია უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების. ოცნების წარმომადგენლებს ისიც კი არ ესმოდათ ან არ უნდათ გაგება, რომ გარდა იმისა, როგორი უზნეობაა ამას რომ იძახი იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც იბრძვის ბოროტების იმპერიის მემკვიდრის წინააღმდეგ, ამით შენს საკუთარ თავს ვნებ, ჰო?  

ანუ დაგვაშორეს ამ საკითხს და ამიტომ, არც ერთ სფეროში, სანამ ასეთი ხელისუფლება გვყავს, არ გვაქვს შანსი, რომ რამე დოზით მაინც ვიყოთ მოთამაშეები და ჩვენი ეროვნული ინტერესები წინ წავწიოთ, უფრო მეტიც, მხოლოდ უკან წაწევა ხდება. ყველაფერი, რაც ბოლო წლებია, ხდება ჩვენს ქვეყანაში, გვაშორებს ჩვენს ამოცანებს და გვიგროვებს  პრობლემებს. რაც უფრო მეტი დრო გავა და ეს ხელისუფლება იქნება, ეს პრობლემები დაგვიგროვდება. ამის ფასს ვიხდით დღესაც და ხვალაც

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია TV ფორმულაზე.

კომენტარები