დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბოკერია უკრაინაზე: იმ შეცდომების შედეგია, რაც თავისუფალმა სამყარომ აქამდე დაუშვა

რაღაც თვალსაზრისით საკმაოდ რადიკალური აზრი მაქვს ამ ყველაფერზე. დიალოგი პუტინის რუსეთთან, როგორც ასეთი, თავისთავად რომ ამ ვითარებამდე მივიდა საქმე, მოდი გვითხარით, რა გინდათ, რახან იმუქრებით, რომ კიდევ უფრო დიდი მასშტაბის აგრესიას განახორციელებთ,  უკვე არის იმ შეცდომების შედეგი, რაც, ჩემი აზრით, თავისუფალმა სამყარომ დაუშვა იქამდე: პუტინის რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ აგრესიით დაწყებული, შემდეგ გაგრძელებული ყირიმითა და აღმოსავლეთ უკრაინით, იმით, რაც სირიაში გააკეთეს, იმით, რასაც სირიაში აკეთებენ დევნილების კრიზისით ევროპისთვის შეგნებულად - ყველამ ვიცით, არ მოყვა ადეკვატური პასუხი და პოლიტიკური ფასის გადახდა პუტინის რეჟიმისთვის პოლიტიკურ-ეკონომიკური, თუ უსაფრთხოების სფეროში და გამოვიდა რომ - აქამდე, რაც მოხდა, ყველაფერი ჩამოწერილია და ახლა, კიდევ უფრო ცუდად მოიქცევა, თუ არა, ამაზე არის დიალოგი და მათი წინადადებები როგორია, რომელსაც არ დათანხმდებიან, მე პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ფორმალურ გარანტიებს NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმის თვალსაზრისით ვერ მიიღებს პუტინის რუსეთი, ეს არ მოხდება და უფრო შორს რომ წავიდე, საბოლოოდ დარწმუნებული ვარ დამარცხება, მაგრამ ამ ეტაპზე, ამ ფაზაზე, ჩემი აზრით, ძალიან მძიმე შეცდომები დაუშვეს იმ ლიდერებმა თავისუფალი სამყაროსი, რომლების მე, როგორც საქართველოს მოქალაქე ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, მხარდაჭერისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საღად არ შევაფასოთ, რა იყო სწორი და არასწორი სტრატეგია.

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.

კომენტარები