აშშ-რუსეთი

ბოლტონი უკრაინაში "მცირე შეჭრაზე": ეს გრავირებული მოსაწვევია პუტინისთვის

ჯონ ბოლტონი
Unian

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მდივანი ჯონ ბოლტონი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამოეხმაურა, რომელზეც ბაიდენმა ერთმანეთისგან გამიჯნა უკრაინაში რუსეთის "მცირე შეჭრა" და "შეჭრა".

"უკრაინასთან დაკავშირებით ბაიდენს საკუთარი პოლიტიკა ესმის? არ იცის, რა მოხდება თუ რუსეთი უკრაინაში "მცირედ შეიჭრება"? ეს გრავირებული მოსაწვევია პუტინისთვის." – წერს ბოლტონი Twitter-ზე.

ბაიდენის ვარაუდით, პუტინი უკრაინაში შეიჭრება, თუმცა, მისი თქმით, "მცირე შეჭრაზე" პასუხი სრულმაშტაბიან შეჭრასთან შედარებით უფრო მსუბუქი იქნება.

"მცირე შეჭრა" ერთია, თუმცა თუ ისინი გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება". - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრა პუტინს ძვირად დაუჯდება და მას ისეთ სანქციებს დაუწესებს, როგორიც აქამდე არასდროს უნახავს. ბადენის თანახმად, ახლო მომავალში უკრაინის NATO-ში მიღების ალბათობა ძალიან მცირეა და მათ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ როგორც დემოკრატიის გაძლიერების კუთხით, ასევე სხვა ბევრი მიმართულებითაც.

კომენტარები