აშშ-რუსეთი

ბაიდენი: რუსეთისთვის კატასტროფა იქნება, თუ ის უკრაინაში შეიჭრება

ვლადიმირ პუტინი და ჯო ბაიდენი, 2021 წლის 16 ივნისი

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში პუტინი მძიმე ფასს გადაიხდის და მას ისეთ სანქციებს დაუწესებს, როგორიც არასდროს უნახავს.

"პუტინს არასოდეს უნახავს ისეთი სანქციები, რომლის დაწესებასაც მე ვპირდები თუ იმოქმედებს. ჩვენ, მე და ვლადიმერ პუტინს ძალიან გულახდილი საუბრები გვქონდა, მე არ ვეთანხმები იმ იდეას, რომ NATO არ გაერთიანდება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მე ველაპარაკე NATO-ს ყველა მთავარ ლიდერს და თქვენ ნახავთ, რომ რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისრება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს, მაგრამ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს იქნება მათთვის კატასტროფა. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან მიაყენონ მძიმე დარტყმა რუსეთის ეკონომიკას.

თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, ჩვენ მოვაგამარაგებთ აღმოსავლელ პარტნიორებს თავდაცვითი საშუალებებით, ჩვენ უკვე გადავეცით უკრაინელებს 600 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თავდაცვითი აღჭურვილობა, შესაბამისად, უკრაინაში შეჭრის ფიზიკური დანაკარგი იქნება რუსეთისთვის მძიმე". - ამბობს ბაიდენი.

კომენტარები