გასპარ ულიე

ფრანგი მსახიობი გასპარ ულიე 37 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფრანგი მსახიობი, გასპარ ულიე 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თხილამურებით სრიალისას დაშავდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ულიე საფრანგეთში თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მსახიობად ითვლებოდა. მას It's Only the End of the World-სა და A Very Long Engagement-ში შესრულებული როლებისთვის საფრანგეთის სინემატოგრაფიის ეროვნული ჯილდოები ჰქონდა მიღებული.

ის ასევე მონაწილეობას იღებდა მარველის სერიალ Moon Knight-ში, რომელიც Disney+-ზე 2022 წლის მარტში გამოვა.

კომენტარები