კორონავირუსი საქართველოში

ჩხაიძე: მშობელს თუ უნდა, შვილს გაუფრთხილდეს, რაც მთავარია, თვითონ უნდა აიცრას

რაც მთავარია, მშობლები უნდა იყვნენ ვაქცინირებულები. კლინიკაში შემოდიან 3, 5 და 10 დღის ჩვილები, რომლებიც ოჯახში დაავადდნენ. მათი მშობლები უნდა აცრილიყვნენ, იმიტომ რომ ამ ასაკის ჩვილების ვაქცინაცია არ ხდება. მშობელს თუ უნდა გაუფრთხილდეს თავის შვილს, თვითონ უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია, ოჯახის ყველა წევრმა, იმიტომ რომ რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი ჰქონდეს ჩვილს აუცრელ ადამიანებთან. ვისაც ბუსტერი არ აქვს გაკეთებული, აუცილებლად გაიკეთოს ბუსტერი. როგორც გვიჩვენებს კვლევები, ბუსტერი ვისაც აქვს ჩატარებული, უკვე იმ დასკვნამდე მიდიან მეცნიერები, რომ მხოლოდ ისინი ჩაითვლებიან ვაქცინირებულებად. თუმცა, არც ერთი ვაქცინა, არც წითელასი, არც გრიპის და სხვა არ არის იმის გარანტია, რომ ჩვენ არ დაავვადდებით. არც ეს ვაქცინაა გარანტია იმის, რომ დაავადება არ შეგვეყრება, აქ სიმძიმეზეა საუბარი. ჩვილებს ასე დავეხმარებით, რაც შეეხება 12 წლის ზემოთ ვაქცინაციას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში უკვე ძალიან დიდი ხანია, თითქმის 70-80% აცრილები არიან. 

ბავშვები უნდა გავუშვათ სკოლაში, მაგრამ ეს უსაფრთხო უნდა იყოს სწორად. პირბადე ეკეთოს, პედაგოგი აცრილი უნდა იყოს და იმ ბავშვის ოჯახის წევრებიც აცრილები უნდა იყვნენ. 

ამბობს ციციშვილის კლინიქის დირექტორი, მაია ჩხაიძე TV პირველის ეთერში. 

კომენტარები