კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დადებითობის მაჩვენებელი მოიმატებს, მოსალოდნელია ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა

დღევანდელი მონაცემებით, თანდათან მატულობს ომიკრონის ცირკულაციის წილი საერთო დადებით შემთხვევებში. ქვეყნის საშუალოდ 50%-ს, თბილისში 65%-ს და დანარჩენს 30%-ზე ოდნავ მეტს რეგიონებში.

დროის მოკლე მონაკვეთში დიდი რაოდენობით გვექნება კუმულაციური ციფრები დადებითი მაჩვენებლებისა, რა თქმა უნდა მოსალოდნელია გადატვირთვა ჯანდაცვის სექტორის. არ უნდა დავმშვიდდეთ, როცა ვსაუბრობთ, რომ შედარებით მსუბუქად და შედარებით მოკლე ინკუბაციური პერიოდით, შედარებით ნაკლებია გართულებები ომიკრონის დროს, განსაკუთრებით აცრილებში და ბუსტერიზირებულებში. ამიტომ, ბუსტერიზაცია, სრული აცრა, დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება - თუ ყველაფერს ამას შევასრულებთ, შედარებით ნაკლებ დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის ეს ტალღა. 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-თან. 

16 იანვრის მონაცემებით, COVID-19-ით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 504 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 10.62%-ია. 

კომენტარები