ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

პეტრე ცისკარიშვილი: რეგიონებში აუთრიჩი უნდა გვქონდეს ჩვეულებრივ ხალხთანაც

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში ახალი სამდივნო ყალიბდება, რომელიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად გადაწყვეტილებებს მიიღებს. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა, პერტე ცისკარიძემ მთავარ არხთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამდივნო მთლიანად ინება მორგებული ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე. 

მისივე თქმით, სამდივნოს შემადგენლობა მომდევნო კვირას გახდება ცნობილი. 

"ჩვენ წინა კვირაში დავიწყეთ ლიდერშიფში მცირე სტრუქტურული რეორგანიზაცია და ახლა არის შემდეგი ეტაპი, როდესაც ცენტრალურ ოფისში ყალიბდება სამდივნო, რომელიც მორგებული იქნება იმ გამოწვევებზე, იმ პრობლემებსა და ამოცანებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას პირველ რიგში.

პარტიის და ცენტრალური ოფისის მენეჯმენტი ერთია, მაგრამ ჩვენი პარტია დიდია. ჩვენ მთავარი ოპოზიციური პარტია ვართ და მთელ საქართველოში გვინდა გავძლიერდეთ. თბილისში, როგორც დედაქალაქში, კიდევ უფრო მეტი ახალი წევრი უნდა დავიმატოთ, ახალგაზრდული ფრთა უნდა შევქმნათ, რეგიონებში აუთრიჩი უნდა გვქონდეს არა მხოლოდ ჩვენს წევრებთან, არამედ ჩვეულებრივ ხალხთან, იმიტომ, რომ მათამდეც უნდა მივიტანოთ ჩვენი სათქმელი და ალტერნატიული ხედვა. ეს ყველაფერი იქნება ამ სამდივნოს გასაკეთებელი შემდეგი თვეების განმავლობაში".- ამბობს ცისკარიშვილი. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, კობა ნაყოფია პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იქნება, პეტრე ცისკარიშვილი კი გენერალური მდივანი. 

 

კომენტარები