დანია

დანიის თავდაცვის ყოფილ მინისტრს სახელმწიფო საიდუმლოების გავრცელებაში ადანაშაულებენ

კლაუს იორთ ფრედრიკსენი
CLAUS BECH/AFP via Getty Images

დანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კლაუს იორთ ფრედრიკსენის თქმით, მას "გამოხატვის თავისუფლების ზღვრის დარღვევისთვის" წაუყენეს ბრალი. ფრედრიკსენის თქმით, ის დანიის საზიონოდ არაფერს გააკეთებდა.

"შემიძლია დავადასტურო, რომ ბრალი წამიყენეს სისხლის სამართლის 109-ე მუხლით გამოხატვის თავისუფლების ზღვრის დარღვევისთვის." – ნათქვამია ყოფილი მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კანონმდებლობით სახელმწიფო საქმიანობასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის გავრცელება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ფრედერიკსენი დანიის თავდაცვის მინისტრი 2016-2019 წლებში იყო. ის ასევე სადაზვერვო სამსახურების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

პროკურატურას საქმესთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. დანიური მედიის ცნობით, წარსულში ყოფილმა მინისტრმა დაადასტურა, რომ დანია აშშ-სთან საიდუმლოდ თანამშრომლობდა, რის შედეგადაც ვაშინგტონი ჯაშუშობისთვის დანიური მხარის მიერ გადაცემულ მონაცემებს იყენებდა.

2020 წელს ინტერვიუს დროს საუბრისას ფრედერისკენმა მიანიშნა, რომ დანია, შესაძლოა, ფარული მოსმენების საქმეში ყოფილი გარეული. დანიური მაუწყებლობის, DR-ის ცნობით, 2012-2014 წლებში თავდაცვის სადაზვერვო სამსახური დაეხმარა აშშ-ს ეროვნული უშიშროების სააგენტოს მოეპოვებინა ინფორმაცია ევროპელ პოლიტიკოსებზე, მათ შორის გერმანიის ყოფილ კანცლერ ანგელა მერკელზე.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ს ეროვნული უშიშროების სააგენტომ დანიის თავდაცვის სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობით წვდომა მოიპოვა სატელეფონო საუბრებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებებზე.

კომენტარები