2022 წელს გარდაცვლილები

83 წლის ასაკში ჯანო ბაგრატიონი გარდაიცვალა

1TV

83 წლის ასაკში ქართველი ხელბურთელი, პედაგოგი და პოლიტიკოსი ჯანო ბაგრატიონი გარდაიცვალა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი; ასევე საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი. თამაშობდა თბილისის კლუბში ბურევესტნიკი. 1973-1984 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფიზაღზრდის კათედრის გამგედ. 1984-1987 წლებში იკავებდა თბილისის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას. 1991-1993 წლებში იყო სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს მინისტრის მოადგილე. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი. 2004 წლიდან იკავებდა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტის თანამდებობას.

ჯანო ბაგრატიონი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, მიღებული ჰქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი; იყო ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენოსანი, ვახტან გორგასლის სახელობის ორდენის კავალერი.

კომენტარები