ტურიზმი

2021 წელს საქართველომ ტურიზმიდან $1.2 მილიარდი მიიღო, აღდგენილია შემოსავლების 38%

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველომ ტურიზმიდან 1.24 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.  

2019 წელის მონაცემებთან შედარებით, 2021 წელს აღდგენილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 38%. რაც შეეხება დეკემბრის თვეს, აღდგენის მაჩვენებელმა 58% შეადგინა. 2020 წელთან შედარებით კი შემოსავლების ზრდა 130%-ს აღემატება. 

გასულ წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 1.88 მილიონი შეადგინა, აღდგენის მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 20%-ია, 2020 წელთან შედარებით კი მოგზაურთა რაოდენობა 7.7%-ით გაიზარდა. 

2021 წლის 12 თვეში საქართველოში 1.57 მილიონი საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2019 წელთან შედარებით აღდგენილია ტურისტულ ვიზიტების 31%, 2020 წელთან შედარებით კი ზრდა 45.1%-ს შეადგენს. 

2021 წელს ვიზიტების უმეტესი რაოდენობა საჰაერო საზღვრით განხორციელდა, კერძოდ, ვიზიტების 51% საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით შესრულდა. აღდგენის მაჩვენებელმა კი 2019 წელთან შედარებით 48% შეადგინა. 
 

კომენტარები