ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

ხაზარაძე: უნდათ, ახალი ბოდვა დაგვაბრალონ, ეს ყველაფერი ანაკლიის ჩაგდებას ემსახურება

მიუხედავად სამწლიანი მცდელობისა, აბსურდული ბრალდება - ფულის გათეთრება ვერ დაგვიმტკიცეს. ახლა უნდათ ახალი ბოდვა დაგვაბრალონ. არ გამოგივათ!

ყველაფერი ეს საუკუნის პროექტის ანაკლიის ჩაგდებას ემსახურება,

სამარცხვინოა ყველა, ვინც ამაში მონაწილეობს.

ბრძოლის პირველი რაუნდი მოგებულია, ასევე მოვიგებთ ყველა შემდეგ ბრძოლას სამართლიანი ქვეყნის მშენებლობისთვის, იმისთვის, რომ ამ მასკარადის მომწყობებთა შვილებმა არასდროს იგრძნონ ის, რაც ჩემმა შვილებმა განიცადეს ამ წლების განმავლობაში...

ანაკლიასაც ავაშენებთ, სამართლიან და გაერთიანებულ ქვეყანასაც! მადლობა ყველა გულშემატკივარს

წერს Facebook-ზე ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე. თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ფულის გათეთრების ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულებს ხანდაზმულობის გამო, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნათ. ლელოს ლიდერები განაჩენს გაასაჩივრებენ, რადგან მათი განცხადებით, "არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი" არ არსებობს.

კომენტარები