ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

კახიძე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე: ეს დევნა არ დასრულებულა, დამოკლეს მახვილივით იქნება

ეს დევნა არ დასრულებულა, პროკურატურა გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში და ეს პროცესები გაგრძელდება. შემდეგ სააპელაციომაც რომ ძალაში დატოვოს, უზენაესში წაიღებენ და დამოკლეს მახვილივით იქნება ეს პოლიტიკური ოპონენტების თავზე, ისევე როგორც იქცევიან მთლიანად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.

როდესაც პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს, ეს კონკრეტულად ხაზარაძის, ჯაფარიძის ან რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკოსის პრობლემა კი არ არის, ყველა მოქალაქეს უქმნის საფრთხეს

ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი  დამნაშავედ ცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ფულის გათეთრების ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულებს ხანდაზმულობის გამო, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნათ. ლელოს ლიდერები განაჩენს გაასაჩივრებენ, რადგან მათი განცხადებით, "არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი" არ არსებობს.

კომენტარები