ბექა ვარდოსანიძე

ვარდოსანიძე: 2 000-ლარიანი ჯარიმა დამაკისრეს, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ჩამთვალეს

ბექა ვარდოსანიძე

ქართული მარშის წევრი და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენელი, ბექა ვარდოსანიძე ამბობს, რომ სასამართლომ მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.  

"ვიყავი საქალაქო სასამართლოში და მოვისმინე განაჩენი მოსამართლისგან, რომელმაც წაიკითხა ტექსტი, რა თქმა უნდა და ჩამთვალეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. დამაკისრეს 2 000-ლარიანი ჯარიმა. [...] სახელმწიფომ, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ მუშტები ჩემთან ათამაშოს". - ამბობს ბექა ვარდოსანიძე.  

ადვოკატის ცნობით, ვარდოსანიძე 31 დეკემბერს პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო დააკავეს. წინა დღეს, 30 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ქეთი თუთბერიძემ ბექა ვარდოსანიძეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ბრალდებით უჩივლა.

კომენტარები