ბექა ვარდოსანიძე

მახარაძე ბექა ვარდოსანიძეზე: მეილი ჩაუდეს

აქამდე ვიცოდი, რომ არსებობდა იარაღისა და ნარკოტიკის ჩადება, მაგრამ ადამიანს რომ მეილი ჩაუდეს და ამით იჭერენ, ეს საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება [...] სუს-მა რომ კომპიუტერი წაიღო, იქ შეუძლიათ, რაც უნდათ, ისეთი მეილი აღმოაჩინონ.

ბექა ვარდოსანიძე კონსერვატიულ ფლანგზე ძალიან აქტიური ბლოგერი იყო. რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა, ბექა მას აქტიურად აკრიტიკებდა. როგორც ჩანს, ეს ქართული ოცნების მხარდამჭერებმა და ზედა ეშელონებმა ვერ აიტანეს. ბექა ვარდოსანიძეს იარაღს და წამალს მართლა ვერ ჩაუდებდნენ და მეილი ჩაუდეს. 

ამბობს პუტინისტური, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრი, ზურა მახარაძე. 

კონტრტერორისტულმა ცენტრმა პუტინისტური, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრის, ბექა ვარდოსანიძის საცხოვრებელ ბინასა და ავტოფარეხში სპეცოპერაცია ჩაატარა და ვარდოსანიძე გამოსაკითხად სუს-ში გადაიყვანა. სპეცოპერაცია ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

კომენტარები