ენმ

კობა ნაყოფია ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იქნება, პეტრე ცისკარიშვილი – გენ. მდივანი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, კობა ნაყოფია პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იქნება, პეტრე ცისკარიშვილი კი გენერალური მდივანი. 

ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. როგორც ნიკა მელიამ თქვა, თვითონ "გარკვეული დროით" თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობას შეითავსებს. ამ პოსტს აქამდე ზაალ უდუმაშვილი იკავებდა. 

"ამით არ შემოვიფარგლებით. გაგრძელდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რაიონებში აქტიური პროცესი განახლებისა, აქტიური პროცესი რეფორმირებისა და მიზანი და შედეგი იყოს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს, რისთვის ვიბრძვით". – თქვა ნიკა მელიამ. 

კომენტარები