ეკონომიკა

ხუციშვილი: ბიუჯეტის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა

2021 წელს ორჯერ შევიტანეთ ბიუჯეტში ცვლილებები, მხოლოდ საგადასახადო შემოსავლების ნაწილი 1.2 მილიარდით გავზარდეთ. 

შემოსავლების გეგმა იყო 13.27 მილიარდი ლარი, ფაქტობრივი შესრულება კი იყო 13.38 მილიარდი ლარი; დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით, გადაჭარბებამ 109 მილიონი ლარი, ხოლო თავდაპირველ გეგმასთან მიმართებით მილიარდ 335 მილიონი ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვის შედეგად, ზედმეტობის სახით დაბრუნებულმა თანხამ მილიარდ 930 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც 100 მილიონი ლარით აღემატება რეფორმის დაწყებამდე ბოლო 11 წლის განმავლობაში ჯამურად დაბრუნებულ მაჩვენებელს.

რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, 100%-იანი შესრულება გვაქვს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის, ასევე, ნაერთი ბიუჯეტის მიმართულებით. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯმა 19.79 მილიარდი ლარი შეადგინა, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები კი 22.26 მილიარდი ლარი იყო.

თქვა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2021 წლის ბიუჯეტის გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.

კომენტარები