კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 622 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.52%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა. გასულ 24 საათში ჩატარდა 27 539 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 622 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 126 პაციენტი. ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 30 184.

ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.52%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.01% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.65%.

გასულ დღე-ღამეში გამოვლენილი 2 622 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 597 დადასტურდა, აჭარაში - 343, იმერეთში - 179, ქვემო ქართლში - 111, შიდა ქართლში - 84, გურიაში - 48, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 78, კახეთში -101, მცხეთა-მთიანეთში - 48, სამცხე-ჯავახეთში - 30, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 3.

8 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 956 032 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 911 666 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 156 კი გარდაიცვალა. 

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები