არეულობა ყაზახეთში

ჩერგოლეიშვილი: არავინ იცის, რაზე იფეთქებს ხალხი, უნდა მოვემზადოთ, საკმარისი ნდობა გვქონდეს

მეტი რა სტიმული გვინდა საქართველოში? რა რეჟიმი გვყავს, ორნიშნა ინფლაცია გვაქვს და ქართველი ხალხი როდის გაბრაზდება, ამას ჩვენ ვერ გამოვიცნობთ, იმიტომ, რომ ჩვენს ნებაზე არ დახტის და ჩვენ რაც გვაბრაზებს, ის არ აბრაზებს მთელ ქართველ ხალხს. არასოდეს არ ვიცით, არავინ არ იცის და ვინც გეტყვით, რომ იცის, მოგატყუებთ აუცილებლად, დედამიწის ზურგზე არ იცის, რაზე იფეთქებს ხალხი, რა გამოიწვევს ხალხის აფეთქებას... ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ პოლიტიკურმა ელიტამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, მედიამ, მზად ვიყოთ, რომ როცა ასეთი რაღაცა მოხდება, როგორც 20 ივნისს მოხდა... ყველაზე ეფექტური პროტესტები იყო, როცა ჩვენ არ ველოდებოდით, ჩვენ არ დაგვიგეგმავს, არ ვამბობდით, რომ "ახლა ეს კაცი ჩამოვა და ამაზე ზღვა ხალხი გარეთ დადგება"...

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გულზე ხელი უნდა დავიკრიფოთ და ველოდოთ ხალხი როდის გაბრაზდება, ჩვენ უნდა მოვემზადოთ, და როცა ასეთი ცვლილება მოხდება, ფორმაში უნდა ვიყოთ, საკმარისი მხარდაჭერა გვქონდეს, საკმარისი ნდობა გვქონდეს, ვიცოდეთ, რა შინაარსის ცვლილებები გვინდა

ტაბულას დამფუძნებელი და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი TV პირველზე.

კომენტარები