არეულობა ყაზახეთში

ჩერგოლეიშვილი: პოლიტელიტის უმწიფრობაა ივანიშვილის ხელისუფლებაში ამდენ ხანს ყოფნის მიზეზი

ნამდვილად საწყენია, რომ საქართველო, ნაცვლად იმისა, წინ მიდიოდეს დემოკრატიზაციის გზაზე, მიდის უკან, ეს ნამდვილად საწყენია და ეს პროცესი ნამდვილად არის შესატრიალებელი, მაგრამ ადეკვატურობა არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა ვიძახოთ, რომ "ქართველები ვართ ფარჩაკები და აი, ყაზახებმა გვაჯობეს". მახსოვს, ამერიკა რომ გავიდა ავღანეთიდან, "აი, ამერიკა გავა საქართველოდან", თალიბებს გვადარებდნენ და ა.შ.

ანუ სასოწარკვეთამ არ უნდა დაგვაკარგინოს საღი აზრი და საღი აზრი ის არის, რომ საქართველოს ეს პროცესი გამოვლილი აქვს, საქართველოს თავის დროზე პუტჩიც გამოცდილი აქვს, სამწუხაროდ, მერე მშვიდობიანი რევოლუციაც და მერე უკვე, რაც მთავარია, ყველაზე დიდი ნაბიჯი რაც იყო [არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება]. ბენდუქიძემ თქვა ეს ყველაზე კარგად - დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ, მაგრამ ნეხვში ჩავვარდითო, იგივეს გავიმეორებდი, დიდი ნაბიჯი გვაქვს წინ გადადგმული დემოკრატიზაციის და ხალხის დასახლებული ტერიტორიიდან სახელმწიფოდ გარდაქმნის პროცესში. და ამ დროს, ამ წარსულს რომ საერთოდ ხაზს ვუსვამთ, ამას არ ვუფრთხილდებით და ამაზე არ ვცდილობთ მომავალი წარმატებების დაშენებას, ეს პოლიტიკური ელიტის, შემოქმედებითი ელიტის უმწიფრობას აჩვენებს. სხვათაშორის, ეს არის პირველ რიგში მიზეზი, რატომაც ბიძინა ივანიშვილი ამდენი ხანია ხელისუფლებაში - ასეთ უმწიფარ შეფასებებს, არასწორ მოლოდინებს, უადგილო თვითგვემას და სადაც საჭიროა, თვითკრიტიკის სრულიად არარასებობას მივყავართ ამ მდგომარეობამდე

ტაბულას დამფუძნებელი და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი TV პირველზე.

კომენტარები